Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო კონფერენცია „პატარა ქვეყნების ლიტერატურების კომერციალიზაცია და მისი როლი ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტის ჩამოყალიბებისა და პოპულარიზაციის საქმეში“

სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“ კომპარატივისტული ლიტერატურის ქართულ ასოციაციასთან (GCLA) თანამშრომლობით, „იუნესკოს მონაწილეობის პროგრამის“ 2022-2023 ფარგლებში, აცხადებს განაცხადების მიღებას საერთაშორისო კონფერენციაზე:

პატარა ქვეყნების ლიტერატურების კომერციალიზაცია და მისი როლი ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტის ჩამოყალიბებისა და პოპულარიზაციის საქმეში.

 

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ:

1) ლიტერატურათმცოდნეებს;

2) მთარგმნელებს;

3) საგამომცემლო სექტორის წარმომადგენლებს.

 

კონფერენციის ძირითადი მიმართულებები/სექციებია:

1) ლიტერატურის კომერციალიზაციის თანამედროვე ბერკეტები (თარგმნა, საგამომცემლო საქმიანობა, ლიტერატურული სააგენტოების ფუნქციონირება და სხვ.);

2) ეთნიკური უმცირესობების მწერლობა საქართველოში - ლოკალური და გლობალური გამოწვევები;

3) ქალთა მწერლობა საქართველოში. მისი ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.

კონფერენცია ჩატარდება 2022 წლის 15-16 დეკემბერს.

თეზისების ატვირთვის ბოლო ვადაა 2022 წლის 14 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:

http://creativegeorgia.ge/ka/n/news/ganatskhadebis_mighebas_konferentsiaze